პოლიტმარგალიტები

პოლიტმარგალიტები

შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილის პოსტზე ყოფნას რა აზრი აქვს? ხომ ხედავს, რომ ხელს გაერო-ს დამლაგებელიც კი აღარ ართმევს?


ალეკო შალამბერიძე: ჩვენი მოსახლეობა ეს წლები მთავრობაზე მუშაობდა, მთავრობას რომ უზრუნველად ეცხოვრა. ვიყავით პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების ერთგვარი ფულის გამცემი ბანკომატები.


ირაკლი წერეთელი: სააკაშვილი ოპოზიციამ ისეთ მიკრობად გადააქცია, მის დასამარცხებლად ახალი, ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკის გამოგონებაა საჭირო!


გოგა ხაინდრავა: დავით დარჩიაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, ნიკლაურის და წაკლაურის მსგავსი ბეცი უნდა იყო რეალობას რომ ვერ აღიქვამდე! ჰო, მალაშხია გამომრჩა, შოთა. ან ეს უბედურ დღეზე გაჩენილი უტიაშვილი რომ ლაპარაკობდა ბევრს, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა.


შალვა რამიშვილი: შევარდნაძე ჩემი ალტერ ეგოა.


ელიზბარ ჯაველიძე: მიშამ წარმოიდგინა, რომ დავით აღმაშენებელი იყო და შარშან, დიდგორობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, ცხინვალის რეგიონში "კონსტიტუციური წესრიგი" აღედგინა.


ნიკო ორველაშვილი: ნანახი ხომ გაქვთ ერეკლე მეფის სასახლე? რას მიკეთებს სააკაშვილი იმისთანას, რომ 800 მილიონიან სასახლეში წამოპლაკულა? რა გაიზარდა კობა ბექაური ამ საღორეში ისეთი, რომ მხოლოდ მას აქვს საქართველოში მშენებლობის უფლება?


ლელიკო ჯაფარიძე: პირველივე დღიდან გაყიდული "ჰალსტუხიანი ხვლიკი" გიორგი თარგამაძეა. კაცმა ტელევიზიიდან წამოსვლა და პარტიის ჩამოყალიბება ვერ მოასწრო, ისე შევიდა პარლამენტში.


დავით გამყრელიძე: ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ის, რომ კაცი, რომელიც პრეზიდენტად არის არჩეული, თვალს და ხელს შუა კლოუნად ჩამოგვიყალიბდა.
რამაზ კლიმიაშვილი: მიშა ყოველდღე ლანძღავს რუსეთს, ხან უკანალზე ჩქმეტს, ხან კიდევ სხვა ადგილზე.


საწყალი ამერიკა! სააკაშვილის დასახმარებლად გახდომია საქმე!


იაკობაშვილი აცხადებს, მთელ ევროპას "გაზპრომი" აფინანსებსო და როგორ შეიძლება მის წვერ-ულვაშს არ დაუჯერო?


მიხეილ სააკაშვილი: მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა, არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა სტაბილურია, ხელისჩაკიდების სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა.


სოსო ცინცაძე: ზურაბ აბაშიძე ჩემი მეგობარია, მაგრამ რუსეთში ელჩად მისი დანიშვნა, კატასტროფული შეცდომა იყო. ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობას საფუძველი ჩაყროდა. მისი გული ბრიუსელშია დამარხული.


ეკა ხერხეულიძე: მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი სიტყვა, საქართველოში მოჭარბებული დოზითაა წარმოდგენილი.


ვახტანგ გოგუაძე: მგონი ვიღუპებით: თუ ჩვენი პრეზიდენტი ბუში გადააყენეს, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა ნაბუშარის ქუჩა!


ედუარდ შევარდნაძე: უკვდავი არავინაა, მაგრამ მე შეიძლება გამონაკლისი ვიყო!


ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტში გამოდის გიგა ბოკერია და აცხადებს, _ აკადემიკოსები გადმონაშთები, ჩამორჩენილები და დეგენერატები არიანო. როგორ დავიჯერო, რომ ვანო კიღურაძე დეგენერატია და გიგა ბოკერია _ გენიოსი?


ჯანსუღ ჩარკვიანი: შეიძლება, მალე ილიას და აკაკის ძეგლები აიღონ და იმ ადგილზე ჭიაბერაშვილის და უგულავას ძეგლები დადგან!


შალვა ნათელაშვილი: ამდენ შარახვეტიას, მთელი მსოფლიო რომ მოგევლო და საგულდაგულოდ გეძებნა, ვერ იპოვნიდი კაცი. არადა, ყველამ მაინც და მაინც საქართველოში და თან ყველამ ერთ პარლამენტში მოიყარა თავი.


ოთარ ღორჯომელაძე: სააკაშვილი ისტორიაში მიხეილ აღმაშენებლის სახელით შევა! რაც შეეხება ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მე წარმომიდგება ის თამარ მეფის ღირსეულ მემკვიდრედ.


გოგი ქავთარაძე: თუ ხელისუფლება გაიმეორებს 7 ნოემბერს, საქართველო ყალყზე დადგება!


შალვა ნათელაშვილი: მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ძვირფასო მეგობრებო, ერთხელ მივაფურთხოთYეშმაკს გემრიელად, მამა-პაპურად და უარი ვთქვათ არჩევნებ|ში მონაწილეობაზე.


Bზურაბ ტყემალაძე: ოღონდ საქართველოს რამე ეშველოს და თუნდაც ეშმაკთან ვითანამშრომლებთ...


თემურ შაშიაშვილი: ეს არის რეალობა _ ხალხი ყმუის, პარლამენტარები მღერიან.


ლევან ბერძენიშვილი: მე ჩემი ცოლის ბებია დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელ, როგორღაც, ჩემს ცოლს მისი თანდასწრებით ტორტის კომპონენტები ვუკარნახე. ბებიას ეჭვი შეეპარა, _ ეს ნამდვილად ტორტებსაც აცხობსო და როგორც ჭეშმარიტ გურულ ქალს, ჩემზე წარმოდგენა დაეკარგა.


ოთარ რამიშვილი: განსაკუთრებით მიხარია როცა ტელევიზიით ედუარდ კოკოითი გამოდის. მის ლაპარაკზე მაგრად ვხალისობ, როცა იღიმება, ბაში-აჩუკის ცხენი მგონია.


მიხეილ სააკაშვილი: მხოლოდ შევარდნაძეს გააჩნია უნიკალური ისტორიული გამოცდილება და სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას მომავალში ამ მხრივ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი გაუტოლდეს.


გრიგოლ ონიანი: შევარდნაძის კაბინეტში რომ შევდიოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა, როდესაც მის სიდიადეს ვუყურებდი.


გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი უღუზო გემივითაა, ღუზა მოსწყდა და ვერც ერთ ნავსადგუში ვერ ჩერდება.


ჯონდი ბაღათურია: მოსახლეობა და ქვეყანა არ გადაყვეს ამ ზამთარს და ხელისუფლება წყალსაც წაუღია.


გურამ ვახტანგაშვილი: კოკოითი, როგორც კი თვალებს დახუჭავს, სულ სანაკოევები და ქარქუსოვები ელანდება, ამიტომაც აღარ იძინებს!


გია თორთლაძე: "მხედრიონელები" ამათთან, _ "ნაციონალებთან" შედარებით პატარა ბავშვები იყვნენ.


რამაზ საყვარელიძე: ელენე თევდორაძე პარლამენტის დედა ტერეზაა.


დავით ზურაბიშვილი: მართალია, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები რუსეთის მიმართ ადრეულ ასაკშიც ძალიან ნეგატიური იყო, მაგრამ ეს რუს ქალებთან ურთიერთობაზე არ აისახებოდა.


ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტარებს ერთი დიდი ნაკლი აქვთ _ ბევრი მათგანი ტვინით არის დაავადებული.


შალვა ნათელაშვილი: იმ პარლამენტში, სადაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზია, რა ნამუსით უნდა დაჯდე კაცი?!


გიორგი გუგავა: სააკაშვილი რომ იყო "ბარსელონას" სტადიონზე ვითომ ბურთიც რომ აკენწლა, ე, მაგის მერე წაუვიდა "ბარსელონას" საქმე თარსად _ ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო!


შალვა ნათელაშვილი: რა ვქნათ, აბა? Bმაშინ საერთაშორისო გლოვა უნდა გამოვაცხადოთ, ვიდრე სააკაშვილი არ გადაშენდება.


კახა ბენდუქიძე: ვინ არიან ეგენი საერთოდ? ერთი ცალი კვერცხი არ გაუყიდიათ და ეკონომიკას მასწავლიან?


ნიკო ორველაშვილი: ჩვენ, ყველანი ვართ საპრივატიზაციოდ გამზადებული ლოტები. ახლა საქმე ისაა, კახა ბენდუქიძე ვის როგორ შეგვაფასებს _ წონის, სიგრძე-სიგანის, ასაკის თუ სხვა კატეგორიების მიხედვით.


ელენე თევდორაძე: იცით, ჩვენ სისტემატიურად ვაწარმოებთ კვლევებს, უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზაცია. რაღაც მომენტში, კინაღამ კანონპროექტიც შევიტანეთ პარლამენტში, რადგან საზოგადოების კვლევების შედეგები ჩვენსას დაემთხვა... როგორ გითხრა, აი, "ფიფტი-ფიფტი" იყო თითქმის.


გოგა ხაინდრავა: თუ მე წვერებიანი ორგზის მინისტრი და პოლიტიკური მეძავი ვარ, ჩემი ე.წ. ოპონენტი შიზოფრენიკია. როგორც ჩანს, სააკაშვილი და მისი გუნდი შეზოფრენიის უკანასკნელ სტადიაში არიან. ირაკლი კაკაბაძემ პუბლიცისტიკაში გადაწყვიტა ძალების მოსიჯვა, ამიტომ დამესხა თავს. დაწერეთ, რომ ექსტრემისტი გოგოა ისკანდერ ბინ ლადენი ვარ.


ირაკლი კაკაბაძე: თბილისში გადატრიალების მოსაწყობად ჩამოვედი.


ირაკლი ოქრუაშვილი: მე და პრეზიდენტს როლები გვქონდა განაწილებული. მე "ბოროტი" გამომძიებლის როლი უნდა მეთამაშა, პრეზიდენტს _ "კეთილის", მაგრამ სააკაშვილი თავის როლს ცუდად თამაშობდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: