რეზო ჩხეიძეს პარლამენტში მოუსმენენ?!
არ არის გამორიცხული, ხვალ, 19 დეკემბერს ცნობილ ქართველ რეჟისორს რეზო ჩხეიძეს საპარლამენტო ტრიბუნა დაუთმონ.
ამის თხოვნით მსოფლიოს მშვიდობის ელჩმა რეზო ჩხეიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პარლამენტის თავჯდომარეს უკვე მიმართეს.
"საგანგაშოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი თავს ოპოზიციად მიიჩნევს და არსებულ ხელისუფლებას უპირისპირდება, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია", _ აღნიშნავს რეზო ჩხეიძე.
უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ რეზო ჩხეიძეს აქვს უფლება, საზოგადოებას საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართოს, თუმცა ამ მოსაზრებას არ ითვალისწინებენ საპარლამენტო უმცირესობაში.
"არ მგონია, სწორი იყოს მოუსმინო ადამიანს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომელიც არც თუ ისე ცუდ ფილმებს იღებდა, მაგრამ იყო საბჭოთა პროპაგანდისთვის გამიზნული და ახლა აკეთებდეს განმარტებებს, თუ რა უნდა გაკედეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით", _ ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.