ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ირინა სარიშვილი: არსებული ხელისუფლება ყოველდღე ამზეურებს საკუთარ უსუსურობას

ირინა სარიშვილი: არსებული ხელისუფლება ყოველდღე ამზეურებს საკუთარ უსუსურობას

"ამ ეტაპზე "ნაციონალებს" პარლამენტის დათხოვნა არ აწყობთ. ჯერ არ არსებობს ხელისუფლების მიმართ ისეთი იმედგაცრუება, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმატებას მიაღწიოს", _ აცხადებს პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოსახლეობას აოგნებს და საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით. ასეთ ფონზე არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვოს, ოღონდ ეს არ მოხდება გაზაფხულზე.


ამ ეტაპზე იმის თეორიული შანსიც კი არ არის, რომ "ნაციონალები", არჩევნების შემთხვევაში, წარმატებას მიაღწევენ.


"დღითიდღე ხდება არსებული ხელისუფლების უსუსურობის და დაბნეულობის გამომზეურება და ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" არც თუ ისე ცუდი მდგომარეობაა. მაგრამ, მიშა როგორი არაადეკვატურიც იყო წინა წლების განმავლობაში, ისეთივეა ახლაც", _ აცხადებს სარიშვილი.


მისი შეფასებით, დღეს არსებული მდგომარეობა, უბრალოდ, სპექტაკლია და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების საფასურს ახლა ვიხდით.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: