ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის მორიგი სხდომა გაიმართება

ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის მორიგი სხდომა  გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართება.


საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციაში შედის ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო მარკულისი  დაესწრებიან.


სხდომაზე მხარეები იმსჯელებენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებისა  და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: