საწვავი გაიაფდა, ოღონდ დროებით
საახალწლო აქციის ფარგლებში, საწვავზე ფასი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმაა", "ლუკოილმა" და "გალფმა" შეამცირა.
კომპანია "სოკარი" საწვავზე ფასს მთელი საქართველოს მასშტაბით შეამცირებს. უმაღლესი ხარისხის საწვავი და საუკეთესო სერვისი "სოკარის" ყველა ავტოგასამართ სადგურზე კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
კომპანია "გალფი" საწვავზე ფასების დაწევის ტენდენციას კვლავ აგრძელებს. კომპანიამ სამ ძირითად პროდუქტზე ევრო რეგულარზე, რეგულარზე და დიზელზე დასწია ფასი. აღნიშნული პროდუქტები "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ქსელში უკვე 2,02 ლარი ღირს დიზელი, 2,06 ლარი _ რეგულარი, ევრო რეგულარი კი 2,09 ლარი.
კომპანია "ლუკოილში" ფასდაკლება ახალ წლამდე გაგრძელდება და საწვავზე ფასი 4-დან 6 თეთრამდე დაიკლებს.