ძალოსნობის ფედერაციას დავით ბეჟუაშვილი უხელმძღვანელებს
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძალოსნობის ფედერაციას დავით ბეჟუაშვილი უხელმძღვანელებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა - მოქმედი პრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.
კანდიდატებს შორის არჩევანი 51 დელეგატმა გააკეთა, საიდანაც 28 ხმა დავით ბეჟუაშვილს ერგო, ხოლო 23-მა მხარი კახი კახიაშვილს დაუჭირა.