პრეზიდენტის მილიონი მედიის განვითარებისთვის?!

პრეზიდენტის მილიონი  მედიის განვითარებისთვის?!

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება. ამისთვის პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარს გამოყოფს. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. 

 

მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების მიხედვით, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი კონკურსის გზით შეირჩევა. თავად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კი, საკონკურსო კომისია შეიქმნება. 

 

„საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდება: კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე იქნება, ასევე ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი იქნებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებისთანაე შევიდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: