საიას კახა კოჟორაძე უხელმძღვანელებს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.
საიას თავმჯდომარეს გამგეობა ერთი წლის ვადით ირჩევს, თუმცა შარშან განხორციელებული ცვლილების თანახმად, ერთსა და იმავე პირს შეუძლია, თავმჯდომარის პოსტზე ზედიზედ სამჯერ იყაროს კენჭი.
კოჟორიძის ოფიციალური წარდგენა დღეს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ კოჟორაძემ თამარ ჩუგოშვილი შეცვალა. ჩუგოშვილი საიაში საქმეების გადაბარებამდე დარჩება.