ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი უცხოური მედიის წარმოამდგენლებს შეხვდა.


შეხვედრა  საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა.


ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


დელეგაცია თბილისს 17 დეკემბერს ეწვია.  იგი დაკომპლექტებულია 21 კაციანი ჯგუფით, რომელიც  შედგება „ბერლინე ცაიტუნგის", „ინდეპენდენტის", „ტელეგრაფის", „ტემპსის," „ფრანს 24",  „ფიგაროსა"  და  სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისაგან.


აღნიშნულმა შეხვედრამ 1 საათს გასტანა.  შინაგან საქმეთა მინისტრმა უცხოელი ჟურნალისტების ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო თემებზე.


უცხოური მედიის წარმომადგენლებს დღეს ასევე  პრემირ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: