უკრაინელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯა გადაიდო
სირიელმა ამბოხებულებმა უკრაინელი მძევლის სიკვდილით დასჯა გადადეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები უკრაინელი ანხარ კონჩევას სიკვდილით დასჯას 16 დეკემბერს აპირებდნენ, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას მის გამოსახსნელად ვადა გაუხანგრძლივეს.
ჟურნალისტი ქალი ამბოხებულებმა ოქტომბრის დასაწყისში გაიტაცეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 50 მილიონ დოლარს ითხოვენ.