დედაქალაქში გადაადგილებაზე სერიოზული შეფერხებები არ არის

დედაქალაქში გადაადგილებაზე სერიოზული შეფერხებები არ არის

ინტენსიური თოვის გამო, დედაქალაქში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე სერიოზული შეფერხებები არ ყოფილა.

 

როგორც „ივერიონს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დრომდე სამსახურში მძღოლებისგან გამოძახებები არ შესულა.

 

მათი განცხადებით, შესაძლოა, ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე მცირე შეფერხებები არსებობს, მაგრამ სერიოზული სახის გართულებები ჯერ არ აღინიშნება.

 

დედაქალაქში უკვე მესამე დღეა თოვს. სინოპტიკოსების განცხადებით, თოვა და დაბალი ტემპერატურა უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: