ინტელიგენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად გიორგი ჟორჟოლიანი სურს

ინტელიგენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად  გიორგი ჟორჟოლიანი სურს

ქართული ინტელიგენციისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ჟორჟოლიანის კანდიდატურას უჭერს მხარს.  მათ ამის შესახებ  ,,საქართველოს იურისტთა ასიციაციაში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.  

 

მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის განცხადებით, გიორგი ჟორჟოლიანს საზოგადოება იცნობს, როგორც გამოცდილ ჟურნალისტს, რომელმაც მრავალწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ მაღალი დონის პროფესიონალი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია. 

 

ზაზა ხატიაშვილის თქმით, გიორგი ჟორჟოლიანი ჰროფესიით იურისტია და უკვე წლებია, რაც უფლებადამცველ საქმიანობას ეწევა, ამავდროულად ის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია. მისივე თქმით, საზოგადოებირი მაუწყებლის კანდიდატად სწორედ იურისტი უნდა დაინიშნოს, რომ მაქსიმალურად იყოს საზოგადოების უფლებები დაცული. 

 

შეხვედრაზე ჟორჟოლიანს მხარი ასევე ღიად დაუჭირეს, მაყვალა გონაშვილმა, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ფრიდონ ლორთქიფანიძემ, ,,საზოგადოებრივი დარბაზის" თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა და სხვებმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: