„ნაციონალებს“ ხუთჯვრიან დროშას ართმევენ?!

„ნაციონალებს“ ხუთჯვრიან დროშას ართმევენ?!

"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას სთხოვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აეკრძალოს პარტიულ დროშად სახელმწიფო დროშის გამოყენება“, - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა  ალექსანდრე შალამბერიძემ.

 

 შალამბერიძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიული ინტერსებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დროშას იყენებს, რაც კანონდარღვევაა და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, "თავისუფალმა საქართველომ" პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საკითხების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას უკვე მიმართა. 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში თავის პარტიულ დროშად საქართველოს სახელმწიფო დროშას იყენებს. ეს არღვევს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო დოკუმენტებს", - განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.

 

პრესკონფერენციას "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძეც ესწრებოდა, რომლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის საკითხების განსახილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ "თავისუფალი საქართველოს" მიერ პარლამენტის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეისწავლა და დადებითი დასკვნა გამოსცა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: