ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

25 დეკემბრიდან მერია საახალწლო ღონისძიებებს იწყებს

25 დეკემბრიდან მერია საახალწლო ღონისძიებებს იწყებს

თბილისის მერია დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების პროგრამას ავრცელებს. 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამის ფარგლებში 25 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება. 

 

25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი სანახაობით შეხვდებიან. ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.

 

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბიგ ბენდის კონცერტით მეიდნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება. კინოს მოედანზე დაგეგმილია ნაძვის ხეების ფესტივალის გახსნა, რომელზეც სხვადასხვა კომპანიები თავიანთი დიზაინით შექმნილ ორიგინალურ ნაძვის ხეებს წარმოადგენენ. გამოფენა 2 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ასევე, მეიდნის საახალწლო ფესტივალის განმავლობაში, ყოველდღე, 16:00 საათიდან, კინოს მოედანზე თბილისის ხელოვნების სკოლების ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

 

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, კინოს მოედანზე, თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი "სევილიელი დალაქის" წარმოდგენა იგეგმება. 27 დეკემბერს კი ამავე მოედანზე - თითების თეატრის სპექტაკლი "ექსტრავაგანსა" გაიმარება. 

 

ამასთან, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გლდანის პარკში ყინულის მოედანი გაიხსნება. თოვლის ბაბუა 4 იანვარს გლდანის პარკს, 10 იანვარს კი, მუშტაიდის პარკს ესტუმრება.

 

ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: