ხვალიდან თოვა შეწყდება
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან თოვის ინტენსიობა შემცირდება.
როგორც „ივერიონს“ ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ტემპერატურაც მოიმატებს.
მათი ინფორმაციით, ნალექი დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება, თუმცა აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი თოვლის სახით მაინც შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები 19 დეკემბრისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურას დღისით +3, +5 გრადუსს ვარაუდობენ.
რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, ხვალ დღის პირველ ნახევარში თოვა შენარჩუნდება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
დღის ტემპერატურა დედაქალაქში +2, +4, ხოლო ღამის 0, -2 გრადუსი იქნება.
ტემპერატურის მატება ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში დაფიქსირდება. მთაში და მაღალმთაში ყინვები შესუსტდება, ბარში კი, ნალექი წვიმის სახით კვირის ბოლომდე გაგრძელდება.