ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ბიძინა ივანიშვილი: მზად ვარ, ვლადიმერ პუტინს შევხვდე

ბიძინა ივანიშვილი: მზად ვარ, ვლადიმერ პუტინს შევხვდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,   ის მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

როგორც მან დღეს უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პუტინთან შესახვედრად კონკრეტული ვადები ჯერ დადგენილი არ არის.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მსგავსი გეგმა არ განიხილება, მაგრამ იმედია, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს, ივანიშვილის განცხადებით, მათი მოლაპარაკება 2 თვის შემდეგ განახლდება, თუმცა მანამდე, მხარეებს ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი ექნებათ.

„რაც მთავარია, პირველი შეხვედრა შედგა. ეს ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ. მთავარია, პროცესი დაიწყო. როდის შედგება მეორე შეხვედრა, არ დაუგეგმავთ, მაგრამ მათ სატელეფონო კავშირი აქვთ და შეხვედრის თარიღად ყველაზე გვიან - ორი თვე დასახელდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის მზაობა ჯერ არ აქვს, თუმცა მათი ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე და თანმიმდევრული იქნება.

„ვიქნებით პრინციპულნი ყველა ჩვენს ქმედებაში და მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: