,,მატროსოვზე“ მასობრივი შიმშილობა იწყება
ე.წ. ,,მატროსოვის“ ციხის 26-ი პატიმარი, რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა, ამავე სიიდან გაურკვეველი მიზეზით ამოღებული, ლევან და კახა ტერაშვილების, დავით შიუკაშვილის და შალვა საბაშვილის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობის გამოცხადებას აპირებს.
მათი განცხადებით, ამორალურად და გაუგონარ ცინიზმად მიაჩნიათ, თვითონ ციხიდან გავიდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც მათი მეგობრები და თანამებრძოლები არიან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკნებში გამოკეტილი დარჩნენ. ,,ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთად გადავიტანეთ წამება, დამცირება, შეურაცხყოფა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გაგვიჩნდა იმედი და რწმენა, რომ სამართალს ვიპოვიდით, ამიტომ ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია, დაუსაბუთებელი მიზეზებით, ერთსა და იმავე საქმეზე დაკავებული პირებიდან ნაწილის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა, ნაწილის კი,-არა. თხოვნით მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარე ეკა ბესელიას 19 დეკემბრამდე მოხდეს აღნიშნული ხარვეზის (როგორც თვითონ უწოდეს), გასწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში №9 საპყრობილეს ოცდაექვსი პატიმარი შეუერთდება შიმშილობის აქციას, რომელსაც ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი მეცხრე დღეა აგრძელებენ.“
1. ბიბილური ალექსანდრე
2. გოგოლაძე ვასილი
3. ერაძე ალექსანდრე
4. კობაური კობა
5. სამხარაძე ზაზა
6. სალუქვაძე გია
7. ქველაძე ბადრი
8. ცილიკაშვილი მიხეილ
9. აღაჯანაშვილი გიორგი
10. ბეროშვილი გიორგი
11. თოდაძე კახაბერი
12. ბესელია მამუკა
13. წურიაშვილი სიმონ
14. მერებაშვილი ფრიდონ
15. მახარაშვილი ვაჟა
16. მაკარიძე ზაურ
17. მუმლაძე რევაზი
18. ჟვანია ზაალი
19. კვეზერელი ნიკოლოზ
20. ბლიაძე პავლე
21. მამედოვი კაზანფარ
22. მოლაშვილი თორნიკე
23. ყეინიშვილი ზაზა
24. წითელაშვილი ტრისტან
25. ექვთიმიშვილი გივი
26. დალაქიშვილი ილია
შეგახსენებთ, რომ ტერაშვილების, შიუკაშვილის და საბაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის გაუქმებას მოჰყვა.