ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ნიკა გულაურმა და არისი ბოჭოიძემ საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვეს

ნიკა გულაურმა და არისი ბოჭოიძემ საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის დაკითხვა უკვე დასრულდა.

გილაურმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურში ის არ დაუკითხავთ, მხოლოდ გაესაუბრნენ.

მისი თქმით, მას კითხვები რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით დაუსვეს და აინტერესებდათ ინფორმაცია, რაზეც მას ამ კუთხით ინფორმაცია არ ჰქონდა.

„აინტერესებდათ ინფორმაცია რიყის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი“, - განაცხადა გილაურმა.

დაახლოებით, ნახევარი საათის წინ საგამოძიებო სამსახური დატოვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ.

მისი განცხადებით, არც ის დაუკითხავთ, მას შეკითხვები ზოგადად,  მიწის გასხვისების პროცედურებთან დაკავშირებით დაუსვეს.

„კონკრეტულ საკითხზე არ გვისაუბრია, უბრალოდ აინტერსებდათ, მოედანი ან სკვერი როგორ სხვისდება. მეტი არაფერი“, - აღნიშნა ბოჭოიძემ.

ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ლაშა ფურცხვანიძე რჩება.

ნიკა გილაური საგამოძიებო სამსახურში დღეს 12:00 საათისთვის დაიბარეს. მისი დაკითხვა დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: