ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სუამის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღეს

სუამის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღეს

გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სუამის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას  „გაეროსა და დემოკრატიისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაცია სუამს შორის თანამშრომლობის შესახებ“  კენჭი ეყარა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ორ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება და მას ინსტიტუციონალური სახე მიეცემა.

დოკუმენტის მიღება სუამის სივრცეში გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით ისეთ სფეროებშია მნიშვნელოვანი, როგორებიცაა ანტი-ტერორისტული საქმიანობა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და ადამიანების ტრეფიკინგი, საზღვრების ინტეგრირებული მართვა და სხვა.

რეზოლუცია კონსენსუსით მიიღეს და სუამელ პარტნიორებს შორის კონსოლიდირებული თანამშრომლობის ეფექტურობას ნათლად ადასტურებს.

ქართული მხარე გამოთქვავს იმედს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში აზერბაიჯანთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: