რა საიდუმლო მისიით ჩადის რეზო ჩხეიძე ქუთაისში?

რა საიდუმლო მისიით ჩადის რეზო ჩხეიძე ქუთაისში?

დღეს საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის, "ივერიონმაც", გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტში კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე პარლამენტის ტრიბუნიდან საგანგებო განცხადებას გააკეთებს.


"ივერიონმა" ორჯერ სცადა თავად რეზო ჩხეიძისგან გაეგო, თუ რა საკითხზე აპირებს განცხადების გაკეთებას. პირველ ჯერზე დაგვპირდა, რომ დღის მეორე ნახევარში გვეტყოდა, თუ რაზე სურს საუბარს პარლამენტის წევრებთან, თუმცა მეორე ზარზეც გაწბილებული დაგვტოვა _ გვითხრა, რომ ამის წინასწარ გახმაურებას მოერიდება და ხვალ მთელი საზოგადოება შეიტყობს, თუ რა დავალებით ჩადის ქუთაისში.


კულუარული ინფორმაციით, ჩხეიძე პარლამენტარებს მოუწოდებს, დაიწყონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ამის საფუძვლად იგი იმ ხელმოწერების რაოდენობას დაასახელებს, რომელიც თეორიულად საკმარისია სააკაშვილის პრეზიდენტობიდან ვადაზე ადრე გადასაყენებლად.


მართალია, კონსტიტუციურად ამ ხელმოწერებს მხოლოდ მორალური ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია, მაგრამ სხვა დატვირთვა აქვს, რომ იგი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: