ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 საათს მიმდინარეობდა, გაცნობითი ხასიათის იყო და მას აზერბაიჯანული სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა.