ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გაუქმდა?!

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გაუქმდა?!

რადიო „კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ფუნქციონირებას წყვეტს. მაია მერედოვა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრემიერმა მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე უკვე დაწერა განცხადება, რადგან ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.


მერედოვა ვერ აკონკრეტებს, როდიდან ან ვისი გადაწყვეტილებით მოხდება ომბუდსმენის ოფისის  გაუქმება და ამბობს, რომ აპარატმა მათთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედა.


ბიზნეს, იგივე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო,  2011 წელს შეიქმნა. მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო დიალოგისთვის სახელმწიფო სტრუქტურებს და ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებს შორის და უზრუნველეყო მათი კანონიერი უფლებების დაცვა. ახალი მთავრობის დასახელებისთანავე ეკონომიკის მინისტრმა ამ ინსტიტუტის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა. მას შემდეგ არცერთი საჯარო განცხადება ამ კუთხით არ გაკეთებულა.


ინფორმაციისთვის: მსხვილ ბიზნესმენთა საინიციატივო ჯგუფი ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების ინიციატივით გამოდის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: