ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.
პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის წაყენებული ბრალი უკანონო ბანდფორმირებების შექმნას გულისხმობს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი კვლავ აგრძელებს შიმშილობას და ამით სოლიდარობას უცხადებს მის მეგობრებს, რომლებიც შიმშილობით მათი გვარების პოლიტპატიმართა სიიდან ამოღებას აპროტესტებენ.