გრიბოედოვის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

გრიბოედოვის თეატრში  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დღეს გრიბოედოვის თეატრში, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზ მახვილაძის რეაბილიტაციას მოხმარდება. კონცერტის მთავარი ორგანიზატორი ჯგუფ "ფორტეს" სოლისტი ზურა მანჯავიძეა.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: "ქართული ხმები", "თეატრალურის კვარტეტი", "შვიდკაცა", ჯგუფი "ფორტე", ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, ეკა კვალიაშვილი, ნატო გელაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, დათო გომართელი, ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური.


2012 წლის 13 თებერვალს თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 22 წლის ნიკოლოზ მახვილაძე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდში ირიცხებოდა.  ის უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ნიკამ მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. მახვილაძეს 2009 წლის 21 ივლისს უბედური შემთხვევის გამო მამა გარდაეცვალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: