შვილმა დედა დაჭრა
გორში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილმა დედა ცულით დაჭრა. სავარაუდოდ, შვილი ნასვამი იყო.
56 წლის მანანა ლომსაძე საავადმყოფოში სხეულის მარჯვენა არეში მიყენებული ჭრილობითა და ღია მოტეხილობებით მიიყვანეს. შესაძლოა, დაზარალებულს ოპერაციაც დასჭირდეს.
დამნაშავე საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.