გედევან ფოფხაძე: ირაკლი ოქრუაშვილი ინტრიგანია

გედევან ფოფხაძე: ირაკლი ოქრუაშვილი ინტრიგანია

"ოქრუაშვილი ავანტიურისტი და ინტრიგანია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.


ფოფხაძემ ეს შეფასება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ოქრუაშვილის ნაბიჯი ჯიუტი ბავშვის საქციელია და ოქრუაშვილს შიმშილობა მაშინ უნდა გამოეცხადებინა, როცა მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.


შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი მეორე დღეა შიმშილობს. ის ამით სოლიდარობას უცხადებს იმ თანამებრძოლებს, ვინც პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: