ცხოველების დაკვლას "მოწმე" დაესწრება?!

ცხოველების დაკვლას "მოწმე" დაესწრება?!

ცხოველთა დაკვლის პროცესზე კონტროლი განხორციელდება. ამ მიზნით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობას ვეტერინარები 2014 წლიდან განახორციელებენ.


2014 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარმა ან ტექნიკოს ვეტერინარმა ბიზნესპარტნიორთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ცხოველის დაკვლის პროცესზე კონტროლი უნდა განახორციელოს.


მთავრობას აქამდე შემუშავებული არ აქვს სამართლებრივი ბაზა, რომელმაც ეს პროცესი უნდა დაარეგულიროს.


პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას მიეცემა კიდევ ერთი წელი ცხოველების დაკვლის პროცესზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესის სრულყოფისთვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: