რას აკეთებს საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისთვის?

რას აკეთებს საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისთვის?

ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომელსაც  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით  ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა.


ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო-მარკულისი  ესწრებოდნენ.


სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში როგორც ევროკავშირთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარე თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირთან საქართველოს  პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში.


ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მზარდი როლის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამისთვის  ქვეყნის მთავრობა ინტენსიურად აგრძელებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებების დაცვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სოციალური პოლიტიკა, შრომითი უფლებების დაცვა, ბიზნესის განვითარება და ა.შ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: