ახალი სატრანზიტო ტარიფები ამოქმედდება
კვირის ბოლომდე საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი ევროპა-აზიის დერეფნის შესახებ მემორანდუმს აამოქმედებენ.
დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებულ სატრანზიტო ტარიფებს ამ მარშრუტზე. როგორც ცნობილია, ეს ტარიფები რუსეთის ტარიფებზე მინიმუმ 10-13 პროცენტით ნაკლები იქნება.
საქმე ეხება დერეფანს, რომელიც გაივლის გზას ყაზახეთიდან კასპიის ზღვამდე, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს ამავე მარშრუტზე დაგეგმილია გაზსადენი აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ევროპაში, რომელიც ასევე რუსეთის მარშრუტს შეცვლის.