კონჯარია ისევ ჯიუტობს, ქვარაია გამგებლობისთვის ემზადება

კონჯარია ისევ ჯიუტობს, ქვარაია გამგებლობისთვის ემზადება

გუშინ "ივერიონი" იუწყებოდა, რომ თანამდებობა დატოვა ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ზუგდიდის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი ალასანიას შტაბის უფროსი მერაბ ქვარაია მოისაზრება.


ეს ინფორმაცია "ივერიონს" თავად ქვარაიამ დაუდასტურა.


რაც შეეხება, ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარეს, ლევან კონჯარიას, ის ამ დრომდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას და ჯიუტად აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.


ლევან კონჯარია "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნავს: "მე ამ დილით დამხვდა ალექსანდრე ქობალიას განცხადება, გადაგომასთან დაკავშირებით. მის განცხადებას, დავაკმაყოფილებთ მას შემდეგ, როცა საკრებულო შეიკრიბება. რაც შეეხება, მერაბ ქვარაიას კანდიდატურას, ჩვენ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაცია გვექნება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ".


"ივერიონს" ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრი უყვება: "ჩემთვის გაურკვეველია ქობალიას გადაწყვეტილება, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რადგან არჩევნების წინა პერიოდში იგი, ალექსანდრე ქობალია პასიურობდა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დაშინებასა თუ დატერორებაში არ მონაწილეობდა. რასაც ვერ ვიტყვით ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარე, ლევან კონჯარიაზე. მის აქტიურ მონაწილეობაზე ზუგდიდელები მაშინაც და ახლაც ხმამაღლა საუბრობენ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: