თბილისში ისევ თოვს და პრობლემებმაც იმატა

თბილისში ისევ თოვს და პრობლემებმაც იმატა

სინოპტიკოსები დღეიდან ტემპერატურის მატებას გვპირდებოდნენ, მაგრამ თბილისში კვლავ თოვს და ყინვაა.


ყინვის გამო, ქალაქში მოძრაობა უჭირთ ე.წ ყვითელ ავტობუსებს და ყვითელ სამარშუტო ტაქსებს. ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ტრანსპორტის დაგვიანების გამო სამსახურში დროზე ვერ მიდიან.


მერის პრესსამსახურში „ივერიონს“ განუცხადეს:


„ქალქში ყვითელი ავტობუსების და მიკროავტობუსების მოძრაობა არ შეჩერებულა, თუმცა ყინვის გამო მათი გადაადგილება შენელებულია. მერიის დასუფთავების სამსახური გზებზე ტექნიკურ მარილს ყრის და სულ მალე დაიწყებენ გზის ფეხით სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები“.


მერიის ინფორმაციით, ყინვის და თოვლის გამო, ქალაქში არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: