გიორგი ნაზღაიძე - დიზაინერი და ქველმოქმედი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი და მოდელი გიორგი ნაზღაიძემ საკუთარი ძალები დიზაინერის ამპლუაშიც მოსინჯა და როგორც ირკვევა საკმაოდ წარმატებულადაც.
ნეუ-იორკის Charity Meets Fashion-ზე გიორგი ნაზღაიძის კოლექციის ჩვენება გაიმართა.
საღამოს ესწრებიდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ვანესა ჰაჯენსი, როუზ მაკგროვენი, ჯესიკა უაიტი და სხვები.
გიორგი ნაზღაიძის სადებიუტო კოლექციდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ კი, თანხით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ათასობით ბავშვი შეძლებს სწავლას და საკუთარი ტალანტის გამოვლენას, ჩვენებაზე რამდენიმე ბავშვის ფოტონამუშევარიც იყო წარმოდგენილი.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო კეთილი ნების ელჩი აფრიკასა და ეთიოპიაში მარიამ ქინქლაძე,რომელიც აქტიურად ეხმარება ქართულ ბავშვთა სახლებს.