ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დევი კანდელაკიც დაიბარეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიაც იმყოფებიან.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი. დევი კანდელაკი და კახა დამენია დაახლოებით 11:00 საათისთვის მივიდნენ საგამოძიებო სამსახურში.
„ივერიონთან“ საუბარში “თელასის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა: „ ჩვენთის უცნობია, დევი კანდელაკი რა საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მისი იქ ყოფნის შესახებაც პირველად თქვენგან გავიგე“.
შეგახსენებთ, რომ საგამოძოებო სამსახურში იმყოფებიან "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
მათი თქმით, ისინი საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.