რას ედავება გია ცაგარეიშვილი გოგა ხაჩიძეს, აკაკი ბობოხიძესა და პავლე კუბლაშვილს?
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის, კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მისი წინამორბედის აკაკი ბობოხიძისა და ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარის, პავლე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
გია ცაგარეიშვილმა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენს.
27 ნოემბერს ელისო ჩაფიძის თხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტმა ტყიბულში გასვლითი სხდომა გამართა, რაც დაკავშირებული იყო წაბლის ხის უკანონო ჭრასთან, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ამ ჭრებს ახორციელებს შპს "ვუდიმპექსი".
ცაგარეიშვილისა და ჩაფიძის თქმით, თავდაპირველად აღნიშნულმა ფირმამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჭრები უნდა ყოფილიყო სანიტარული ხასიათის, თუმცა რეალურად მიმდინარეობდა უნებართვო გაჩეხვა და "ვუდინპექსმა" ჯანმრთელი ხეები მოჭრა.
ცაგარეიშვილისა და ჩაფიძის ცნობით, შემოწმებით გამოვლინდა, რომ უნებართვოდ მოჭრილია 329 ძირი სხვადასხვა ტიპისა და დიამეტრის ხეები საერთო მოცულობით 237,5 კუბური მეტრი. ასევე, უკანონო ჭრებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 193 904 ლარი.
პარლამენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე „ივერიონთან“ საუბარში ცაგარეიშვილისა და ელისო ჩაფიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწდებს და აცხადებს: „ჩემს მიმართ წაყებენული ბრალდებები ისეთივე აბსურდულია, როგორც გია ცაგარეიშვილის ყველა განცხადება, ჯერ თვითონ ჩამოყალიბდეს რა უნდა და მერე მომმართოს კითხვებით“.