დაიჭერენ თუ არა ზაზა გოროზიას და კანდიდ კვიციანს?!
ზაზა გოროზიასა და კანდიდ კვიციანზე პროკურატურაში მალე სარჩელი შევა. სარჩელს პროკურატურაში მათი პირადი პატიმარი ნელი ნავერიანი შეიტანს.
ამის შესახებ მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ „ივერიონთან“ საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს მიმართულება, სადაც ზაზა გოროზიასა და კანდიდ კვიციანს დანაშაულებები არ ჰქონდეთ ჩადენილი. თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც ადამიანის უმსგავსო საქციელზე მიუთითებს, არის ის, რომ სულ რაღაც 6 თვის წინათ,ზაზა გოროზიამ მესტიი ბიუჯეტიდან 118 ათას ლარად ტოიოტას მარკის ჯიპი შეიძინა. ეს მაშინ, როცა სვანეთის მოსახლეობას რაიონულ ცენტრთან დაკავშირება უჭირთ.
ვიქტორ ჯაფარიძე არჩევნების წინა პერიოდსაც შეეხო. მისივე თქმით, არჩევნების წინა პერიოდი სვანეთში ისეთივე დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბრძოლის ის მეთოდი, რომელზეც უშუალოდ ზაზა გოროზია და კანდიდ კვიციანი იყნებდნენ, კარგად დამუშავებული ჰქონდათ. მათ ამის გამოცდილება 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღეს.
„გოროზია 2006 წლიდან ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა. მთელი ამ წლების მანძილზე იმის უფლებაც კი არ მქონდა ავსულიყავი სვანეთში დედის სანახავად. მთელი რიგი დარღვევების გამო ზაზა გოროზია და კანდიდ კვიციანი მალე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.