უჩა ნანუაშვილი: ყველა დაპირება შევასრულე!

უჩა ნანუაშვილი: ყველა დაპირება შევასრულე!

უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის რანგში მუშაობა გახმაურებულ დაკავებებზე განცხადებების შეტანით დაიწყო, რადგან სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს მსჯავრდებულთა ბრალდებებზე.


ამის შესახებ ომბუდსმენმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.


"დავდე პირობა და შევასრულე, გახმაურებულ დაკავებებზე განცხადებები შევიტანე, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო აღნიშნულ საქმებზე. ბევრი დარღვევებია რეგიონებში, ყველაფრის მართვა ცენტრალური სისტემიდან არ უნდა ხდებოდეს, საჭიროა მეტი კონტაქტი ადგილობრივ მმართველობასთან და მედიასთან", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა პაატა ბელთაძე, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც იურიდიულ მრჩევლად, ასევე ადამინის უფლებების დამცველად.


"დავამთავრე საერთაშორისო სამართალის ფაკულტეტი. 1999 წლიდან ვმუშაობ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სხვადასხვა დროს ვაშუქებდი მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებს და ვიყავი პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე", _ განაცხადა პაატა ბელთაძემ.


ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მოავალში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმებს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემები კონფლიქტურ რეგიონებში.


"საქართველოში არ არსებობდა სახლახო დამცველი. კონფლიქტურ რეგინებში არის შესამუშავებელი მექანიზმი. საჭიროა, მეტად იაქტიუროს სახალხო დამცველმა. გვექნება შეხვედრები მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით და ვეცდებით მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთ აწუხებს", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: