ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილის საქმე შეკერიალია

ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილის საქმე შეკერიალია

საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ პროცესზე კი, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები დაიკითხნენ. 

 

დაკითხვა ეხებოდა ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 2011 წლის მაისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, მიწაში ჩაფლული იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აღნიშნული მასალის ექსპერტიზა ჩაატარა ოთხმა მოწმემ, რომლებიც სასამართლოზე დღეს დაიკითხნენ.

 

 "სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები. სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს განახლდება. გაგრძელდება მომწმეების დაკითხვა. ამის შემდეგ ველოდებით უფრო კონკრეტულ შედეგებს", - აცხადებს "ივერიონთან" საუბარში ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე.

 

სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, საბრძოლო მასალა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და ამ ხნის განმავლობაში 20 დღე წვიმდა, არ იყო სველი და ტალახიანი. ადვოკატის თქმით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქმე "შეკერილია".

 

მისივე თქმით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებებიდან გამოვლინდა ისიც, რომ საბრძოლო მასალიდან მჭიდები, ტყვიები და იარაღი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბრალდების არარეალურობას.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილ თანაპარტიელებთან ერთად უკვე მეორე დღეა შიმშილობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: