ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა „მნგრეველთა ძალა“ საკუთარ გუნდში მოიკითხოს!

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა „მნგრეველთა ძალა“ საკუთარ გუნდში მოიკითხოს!

 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში თავდაცვის აკადემია დაათვალიერა. მასთან ერთად თავდაცვის და განათლების მინისტრებიც იმყოფებოდნენ. მაღალი თანამდებობის პირები კურსანტებს და იქ მომუშავე პირებს შეხვდნენ. 

 

შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში მნგრეველთა ძალა მოვიდა და თალიბანიზაცია იწყება.

 

ბიძინა ივანიშვილი: ,,რას ნიშნავს თალიბანიზაცია იწყება? იმასაც გვაბრალებდა, კომუნისტური წყობა მოდისო. ნახეთ, რა პროგრამები მიმდინარეობს სოციალური კუთხით. ჩვენ პირველ წელსვე ვიმუშავეთ ამ კუთხით. ორშაბათს ამის შესახებ პრესკონფერენცია მექნება და იქ დეტალურად ვისაუბრებ. ნახეთ, რა ხდება ჯანდაცვაში? რა პროგრამები დავიწყეთ სოციალური დახმარების კუთხით”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნათქვამს ვერ მიუხვდა. ,,მაინც, რა აქვს მხედველობაში? ის გაღიზიანდა იმით, რომ ჩვენ მათი „დაჩებით“ დავინტერესდით. რომელ ქვეყანაშია სამთავრობო „დაჩები?“ სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ ვერ შევაჩერეთ და მშენებლობები ახლაც გრძელდება. ჩვენ ვართ გაჭირვებული ქვეყანა. ერთ ოჯახზე შემოსავლით განვითარებადი ქვეყნის დონეზე ვართ. გვყავს უსახლკაროები. ქვეყნის მდგომარეობა, როგორი კარგიც უნდა იყოს, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა აშენდეს აგარაკები. მდიდარ ქვეყნებშიც კი არ ხდება ეს. იქ ჩინოვნიკებს არა აქვთ თვითმფრინავები. 80 მილიონი თვითმფრინავებში აქვს გადახდილი. ეს ყველაფერი სურთ, რომ ჩვენ მოგვაწერონ. იმის გონიერება აქვს ქართველ ხალხს, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს. სააკაშვილმა მაღლა მაინც იყუროს, ვის ესაუბრება ამით. პასუხი აგოს იმაზე, რატომ ჰქონდათ მთავრობის წევრებს 7 რეზიდენცია. ჩვენზე დაასახელოს რაიმე მაგალითები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: