დღეს ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გაიმართება
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 7 სექტემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ახმედ ჩატაევიც ამ სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ედება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება.
ჩატაევს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე პატიმრობა 5 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა.