პოლიციამ არასურლწოვნები დააკავა
2012 წლის 19 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 1996 წელს დაბადებული გიორგი შ, 1997 წელს დაბადებული ილია ხ. და 1995 წელს დაბადებული არჩილ ბ. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის შუშის ვიტრინა ჩაამტვრიეს და ფარულად დაეუფლნენ „მპ 3"-ის და „მპ 4" -ის ტიპის 15 „ფლეერს" და 18 ყურსასმენს. მათ მიერ მოპარული ნივთები ჯამში 2500 ლარის ღირებულებისაა.
სამართალდამცველებმა გიორგი შ. და ილია ხ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავების ადგილზევე მოხდა მოპარული ნივთების ამოღება და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მათი დათვალიერება.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობაში მონაწილე მესამე არასრუწლოვანი არჩილ ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ილია ხ. წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის არის ნასამართლევი.
დანაშაული სამივე ბრალდებულმა აღიარა. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის III ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაიწყო.