გოგი თოფაძე: ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია
ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მაია მერედოვამ, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა.
მერედოვა ვერ აკონკრეტებს, ვისი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ამ სამსახურის გაუქმება.
"ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა უმოქმედო და ფუნქციადაკარგული იყო, რადგან პირდაპირ იყო მიბმული პრეზიდენტის ნებაზე. თუმცა, ბიზნესომბუდსმენი საქართველოში ძალიან საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ბევრი ბიზნესი და ბიზნესმენი იჩაგრებოდა. ეს თანამდებობა აუცილებლად უნდა აღდგეს, რადგან მას ბევრი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა შეუძლია წინა ხელისუფლებისგან დაჩაგრული ბიზნესმენების დასახმარებლად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ "ივერიონთან" საუბარში.
ბიზნეს, იგივე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, 2011 წელს შეიქმნა.