საქართველოს პირველობა ძიუდოში და სამი ოქროსმედალოსანი
თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები 60, 66 და 73კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა, ტრისტან ფეიქრიშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ეროვნულ პირველობაზე ასპარეზობა ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატისთვის სავალდებულო გახდა.
60კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტმა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო.
66კგ-მდე წონაში ტრისტან ფეიქრიშვილმა პირველი ადგილ დაიკავა. მან ფინალში მინდია ლილუაშვილი იპონით დაამარცხა.
73კგ-მდე წონით კატეგორიაში კი ჩემპიონის ტიტული ნაკრების ლიდერმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა.
დღეს სპორტკომპლექს „არენაში“ დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეები ოქროს მედლებს 81, 90, 100 და 100 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ.