ნოდარ ჯავახიშვილი: "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა

ნოდარ ჯავახიშვილი: "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა

"მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა წინა ხელისუფლების მხრიდან ბანკის გაკოტრების მცდელობაზე ისაუბრა.


"არავის სჯერა, რომ გაიმარჯვებდა ის პოლიტიკური ძალა, რომლის ხელშეწყობითაც "ქართუ ბანკის" გაკოტრება ხორციელდებოდა. მათი განცხადებები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო", _ აცხადებს ჯავახიშვილი.


მისივე თქმით, "ბანკი ქართუს" გაკოტრების პროცესი მიზანმიმართულად ხორციელდებოდა და ამის უკან ოდიოზური პიროვნებები იდგნენ, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი.


"ჩვენ არ ვაპირებთ სამართალდამცავების საქმიანობაში ჩარევას. მაგრამ მიმაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენისთვის ყველა უნდა დაისაჯოს. სულ 190 მილიონი ლარის ქონება წაგვართვეს, მაგრამ აქედან 145 მილიონი პირდაპირ დავკარგეთ. დაკარგული ქონების პროცენტები ყოველდღე იზრდება და ეს დანაკარგი საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის გაკოტრებას გამოიწვევდა", _ აცხადებს "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი.


ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე საუბრობს "ბანკი ქართუს" გაკოტრებაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობაზე და აცხადებს:
"სააკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტროში ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინდელი ხელმძღვანელობა არ გვაძლევდა, ხოლო სამინისტროში ახალი ხელძღვანელების მისვლის შემდეგ, ეს დოკუმენტები მოგვაწოდეს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: