ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არ არის!
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საუბარი იყო, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად ირაკლი ქადაგიძის ადგილს ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებდა. მაგრამ ამ საკითხის განხილვა შეჩერებულია.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანეს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით ჯავახიშვილი განმარტავს: "მე პირადად არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ ქადაგიძის ადგილი დავიკავო. მაგრამ მე მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში ჩემი აზრი გამაჩნდეს. იყო კი ოდესმე ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი? ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ყოფნა იძლევა ბანკის დამოუკიდებლობის გარანტიას?" _ აცხადებს "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი "მაესტროს" პრესკლუბში.
ამასთან, ჯავახიშვილი იხსენებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პროკურორებს შეუძლიათ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა და ამ გადაწყვეტილებას დანაშაულებრივს უწოდებს.