ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი მილიონი დოლარის გადარიცვხვის ფაქტზე დაიბარეს

ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი მილიონი დოლარის გადარიცვხვის ფაქტზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიასა და დევი კანდელაკის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:


"არასამეწარმეო მიზნით,  2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებიან ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, შპს "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის"  დამფუძნებელი კახა დამენია და "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი", - ნათქვამია განცხადებაში.


აღნიშნული პირები დღეს დილიდან იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: