იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას მომხდარ ფაქტებს სრულფასოვნად გამოიძიებს

იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას მომხდარ ფაქტებს სრულფასოვნად გამოიძიებს

საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ ეფექტური  გამოძიება   2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ფაქტებზე ჩატარდება.


იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში ამ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის პირველადი შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ გაირკვევა, დაიწყება თუ არა გამოძიება, რის შესახებაც გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უნდა მიიღოს.


 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია შემოდგომის დასაწყისში მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია 2012 წლის 27 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას გეგმავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: