შარშან საქართველოს ციხეებში 132 პატიმარი დაიღუპა

შარშან  საქართველოს ციხეებში 132 პატიმარი დაიღუპა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 132 პატიმარი დაიღუპა, რაც 2010 წელს დაღუპულ მსჯავრდებულებთა რაოდენობასთან შედარებით 10-ით ნაკლებია.


აღნიშნული სტატისტიკა სასტუმრო „რედისონში“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გააცნო.


ამასთან, 2012 წელთან შედარებით გაიზრდება პატიმრის ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. 2012 წელს თითოეულ პატიმარზე ჯანმრთელობის დაცვისთვის 28 ლარი გამოიყოფა, 2013-ში კი, ეს თანხა 50-ლარამდე გაიზრდება.


მინისტრის მოადგილემ ციხეებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.  ეს პრობლემებია: გადატვირთულობა, ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობა, სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ფსიქიატრიული დახმარება, პაციენტის უფლებების დარღვევები, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და სიკვდილიობა ციხეებში.


თალაკვაძის განმარტებით, სიკვდილიანობას ყველაზე მეტად სასუნთქი სისტემის (25.43%) პრობლემები იწვევს.


მისივე თქმით, ასევე მაღალია ძალადობითა და ტრამვებით გარდაცვლილთა რაოდენობაც.


თალაკვაძის  განმარებით, იანვარში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებისთვის ახალი დაწესებულება გაიხსნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: