რაზე თათბირობენ „ნაციონალები“ ქუთაისში?

რაზე თათბირობენ „ნაციონალები“ ქუთაისში?

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ წარმომადგენლებს, საკრებულოს დეპუტატებს, იმერეთის გუბერნატორს და ვიცე-გუბერნატორს შეხვდა.


შეხვედრა ნახევარსაათიანი იყო. მიხეილ სააკაშვილმა თავისი შეხედულება გამოთქვა პარლამენტის ქუთაისში ა დატოვების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ამ იდეის მომხრეებს უერთდება.


"გავიგე, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელიც იბრძოლებს ქუთაისში პარლამენტის დატოვებისთვის და გთხოვთ, რომ რიგით წევრად ჩამრიცხოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის წინ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საინციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.


მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისშია, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: