ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური პალესტინის საკითხზე საქართველო-ამერიკის შეთანხმებას უარყოფს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური პალესტინის საკითხზე საქართველო-ამერიკის შეთანხმებას უარყოფს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, americanthinker.com-ში პამელა გელერის სტატიასთან  დაკავშირებით, სადაც ავტორი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში შეერთებულმა შტატებმა მტკიცე და ჭეშმარიტ მოკავშირეს - ისრაელს უღალატა.


“ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება  ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით მოხდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: