"ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის"
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა.
მინისტრმა მათ კონფლიქტების მოგვარების, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონული პოლიტიკის საკითხებს. სახელმწიფო მინისტრისა და ახალგაზრდა ჟურნალისტების შეხვედრა ე.წ. Chatham House-ის პრინციპით წარიმართა.
შეხვედრა პროექტის "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში შედგა, რომელსაც "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.